ჩემი აქსიომები

აქსიომა #1 არავის, არც მშობელს, არ აქვს უფლება გააშიშვლოს ბავშვი აუდიტორიის წინაშე. აგერ, 23 წლის ვარ და ვვარაუდობ, რომ გული შემიწუხდებოდა, რომელიმე სოციალურ ქსელში ჩემი პატარაობის ფოტოები რომ მენახა, რომლებზეც, მაგალითად, ღამის ქოთანზე ვზივარ, ან ტიტლიკანა ვგორაობ იატაკზე. ხოდა, ვფიქრობ, ჩემნაირები იმ ბავშვებს შორისაც არიან, რომელთა დედიშობილა ფოტოებს მშობლები თუ ახლობლები დიდი მონდომებით აქვეყნებენ და… Read More ჩემი აქსიომები

Keep Smiling

Originally posted on ბედნიერი გოგონას ბლოგი:
ერთი თვეა მუშაობა დავიწყე…. დიდი არაფერი, ერთ-ერთ სუპერმარკეტში კონსულტანტი ვარ… ოჯახი არ აღფრთოვანებულა… მეგობრებს არ მოულოცავთ… მე მხოლოდ ის მიხარია, რომ გზის და ჯიბის ფული მექნება… გასაუბრებიდან ისეთი დამუხტული წამოვედი, რომ პირველ დღეებში ხალისიანი თვალებითა და ენთუზიაზმით დავამახსოვრდი მომხმარებელს… ხანდახან გამოუძინებელი და ჩამქრალი თვალები მაქვს, მაგრამ კარები რომ იღება და მომხმარებელი შემოდის,…

ძველი და მისი მსგავსი ახალი

ნაშუადღევს ვიგრძენი შიმშილი, მაგრამ ქურთუკის გამოხეული ჯიბეები, კუჭის მსგავსად,  ისევ ცარიელი მქონდა. თავის გართობა დავაპირე. თავს ფიქრით შევიქცევ-მეთქი, ჩავილუღლუღე. შიმშილიც თითქოს გაიტრუნა, სადღაც მიიკუნჭა და ფიქრში ამყვა. უნებურად გავიფიქრე, ბედნიერებას, სიხარულსა და სიმშვიდეს გემო ვერასოდეს გავუსინჯე, ჩემად ვერასოდეს დავიგული;  აი, მზეს კი შეუძლია ყველასი იყოს-მეთქი. ჰოდა გადავწყვიტე,  იმ დღით მზე დამეჩემებინა, მაგრამ რომ დავაკვირდი. ცაზე მიკერებულ ლიმონის დამჭკნარ ნაჭერს უფრო… Read More ძველი და მისი მსგავსი ახალი

“სორაიას ჩაქოლვიდან” “ტალღების გადალახვამდე”

ისე გამოვიდა, რომ ბოლო შვიდ დღეში ექვსი ფილმი ვნახე:  “კანი, რომელშიც ვცხოვრობ”, “სორაიას ჩაქოლვა”, “გოგონა დრაკონის ტატუთი”, “წყვდიადში მოცეკვავე”, “ტალღების გადალახვა” და “მონსტრი”. ამ წუთებში კვირა იწურება, თორმეტს წუთები უკლია. მე კი კვლავ პლედში გახვეული ვზივარ და ვცდილობ, იმ რაღაც საერთოს, რაც ამ ფილმებს აქვთ, სახელი მოვარგო. ადვილი საქმე ვერ არის, ვაღიარებ, რადგან საათზე მეტია, თავში ათასი აზრი მიტრიალებს და ერთმანეთში… Read More “სორაიას ჩაქოლვიდან” “ტალღების გადალახვამდე”

ასე ფიქრობენ 9 აპრილის ქვეყანაში

ქვეყნის განვითარების წინაპირობა მისი წარსულის გააზრებაა, რაც ჩვენს შემთხვევაში, თავის თავში, იმ ადამიანის ნაღვაწის შეფასებასაც გულისხმობს, რომელიც 1878 წელს ჩემს ქალაქში, გორში დაიბადა. მგონი, მიხვდით, იმ ადამიანზე ვსაუბრობ, რომელმაც თქვა, ერთის სიკვდილიტრაგედიაა, მილიონისა კი  სტატისტიკაო. ისტორიული ფაქტები საშუალებას მაძლევს, თამამად დავძინო, რომ იოსებ ბესარიონის ძე სტალინმა ეს სიტყვები არამარტო წარმოთქვა, არამედ ყველა გადაწყვეტილების მიღებისას პირნათლად გაითვალისწინა. ისტორიული ფაქტები… Read More ასე ფიქრობენ 9 აპრილის ქვეყანაში

“სირცხვილი” წვიმიან ამინდში

წვიმს, ღრუბლებიდან შემოდგომა წვეთავს-მეთქი, დავასკვენი ნაცრისფერი დილის შემყურემ და ამინდის გამოისობით ხასითწამხდარმა „სირცხვილი“ ხელებში მოვიქციე. თუმცა ისე, თითქოს წიგნი ტვირთი ყოფილიყო, მისი წაკითხვა კი ამ ტვირთის ჩამოხსნის ტოლფასი, კითხვის დაწყებამდე გვერდების რაოდენობა, ასოების სიდიდე შევამოწმე და დავასკვენი, რომ „სირცხვილთან“ ერთად  სამ დღეზე მეტის გატარება არ მომიწევდა. ასეც მოხდა. სამი დღის შემდეგ ჩემს ქალაქში ისევ წვიმს,… Read More “სირცხვილი” წვიმიან ამინდში

ფეხბურთი და სქესით გაუმართლებული დისკრიმინაცია

ყოველთვის, როცა ჩემს ქალაქში ადამიანები ჩაგვრასა და ძალადობაზე სასაუბროდ იკრიბებიან, გული სახლში ვერ მიჩერდება ხოლმე. დავაკვირდი და აღმოვაჩინე, რომ არ აქვს მნიშვნელობა გარეთ პაპანაქება სიცხეა, თავსხმა წვიმა თუ ძვლების გამყინავი სუსხი, ჩანიშნულ შეხვედრაზე მაინც ისეთი მოღიმარი სახით მივდივარ, როგორიც მგონი, მხოლოდ მაშინ მაქვს, როცა ჩვენი ეზოს ძაღლს საკუთარ სადილს ვუნაწილებ, ან მოწყალების მთხოვნელ ბოშა ბავშვთან… Read More ფეხბურთი და სქესით გაუმართლებული დისკრიმინაცია

გაყვითლებული, ჩამოცვენილი, დანამული ფიქრები

_ ვართ ადამიანები, რომლებსაც შინისაკენ მხოლოდ საკუთარი ჩრდილი გვაცილებს, და ასე საკუთარ ჩრდილთან ერთად მიმავალნი ბორდულებზე ვდგებით, მოკლე-მოკლე ნაბიჯებს მსუბუქად ვდგამთ და ხელების გაშლით ვცდილობთ წონასწორობის დაცვას. _ შინ დაბრუნებულს ოთახშიც შემოდგომა დამხვდა.  ბნელოდა – ფანჯრებში ღრუბლები ჩამდგარიყვნენ და ნელ-ნელა მოიწევდნენ დაბლა-დაბლა. დაღლილი სავარძელში ჩავესვენე და ფეხები პატარა ხის სკამზე გადავკიდე. მას შემდეგ ასე ვარ… Read More გაყვითლებული, ჩამოცვენილი, დანამული ფიქრები

მე და სათვალე – წერილი მათ, ვისაც ასეთი მეგობრობის არ სჯერა

მეორე კლასში ვიყავი, ჩემი სუსტი მხედველობის ამბავმა რომ თავი იჩინა. მთლად დალხენილი ცხოვრება არ გვქონდა, ამიტომ ის, რასაც ჩემები ჩემი თვალების სამკურნალოდ იღებდნენ, ხშირად კვების რაციონს გვარიანად აღარიბებდა. პირველი სათვალის შეძენაც მძიმე ტვირთად დააწვა ოჯახს, თვიური შემოსავლის თითქმის ნახევარი შეიწირა.  რა თქმა უნდა, ამის შესახებ ჩემებს ჩემთან არ დაუჩივლიათ, ამ ყველაფერს ახლაღა ვხვდები. ან რა… Read More მე და სათვალე – წერილი მათ, ვისაც ასეთი მეგობრობის არ სჯერა

სკოლა, როგორც სტერეოტიპებთან ბრძოლის ადგილი

 მე და ნათია ახლა მრგვალ მაგიდასთან ვსხედვართ, ერთმანეთის პირისპირ. ეს ხის მაგიდა ორი კაცისთვის ძალიან დიდია, მაგრამ რას ვიზამთ, გარშემო სხვა ადგილები უკვე დაკავებულია.